შამილიშვილმა ჩაისუბანში აღმოჩენილი ბიზანტიური ხანით დათარიღეღებული ქვევრები დაათვალიერა

2017 წლის 31 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში იმყოფებოდნენ, სადაც ადრე ბიზანტიური ხანით დათარიღებული ქვევრები აღმოაჩინეს,- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

"ძეგლი ზღვის დონიდან 150 მ-ზე მდებარეობს. 2 ქვევრი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიწით ამოივსო 80 კვ/მეტრზეა განთავსებული. ქვევრების ფორმით დასტურდება, რომ ჭურჭელი სავარაუდოდ ბიზანტიური ხანისაა, მსგავსი ქვევრები სინოპაშია აღმოჩენილი. სოფელ ჩაისუბანში პირველად ქვევრები 2012 წელს აღმოაჩინეს და ეს ადგილი „ჩაქვის მარანად“ არის წოდებული. ძეგლის აღმოჩენით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აჭარის რეგიონს აქვს ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. არქეოლოგიური გათხრები ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დაფინანსებით განხორციელდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი, არქეოლოგი ამირან კახიძე."- აღნშნულია გავრცელებულ ინფორმაცია. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად