შალვა თადუმაძე: თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ

თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, დაიბარებენ თუ არა პროკურატურაში შეწყალების საქმეზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაიბარებენ თუ არა პროკურატურაში შეწყალების საქმეზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, თადუმაძე პასუხობს:

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საჭიროების შემთხვევაში პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება, ხმაურიანი აღმოჩნდა. ერთ-ერთი შეწყალებული რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ამ ფაქტის გახმაურებას კი პრეზიდენტის მიმართ კრიტიკა მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად