შალვა თადუმაძე: რატომ უნდა გადავდგე, იმიტომ რომ ვიღაც ეჭვიანობს?

დღეს, საკანონმდებლო ორგანოში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, საქართველოს მოქმე მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძეს უსმენენ.

დეპუტატების კითხვების უმეტესობა, თადუმაძის დიპლომს ეხებოდა. საკომიტეტოს მოსმენაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ დიპლომთან დაკავშირებული საკითხის გამო მთავარმა პროკურორმა თაბამდებობა უნდა დატოვოს და შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენ ყალბია თუ არა დიპლომი. თადუმაძემ იქვე განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

“18 წლის განმავლობაში მე ჩემი დიპლომი არ დამიმალავს და ახლა არ მოვიტანე. 1999 წელს ეს დიპლომი წარდგენილი მაქვს თავდაცვის სამინისტროში და პირად საქმეში არსებობს და არსებობენ ოფიცრები, პირები, რომლებიც მე სამსახურში მიყვანდნენ როგორც კვალიფიციურ იურისტს.

ამიტომ, ახლა ეს საუბარი, რომ მე უნდა გადავდგე, რატომ უნდა გადავდგე, იმიტომ რომ ვიღაც ეჭვიანობს? რა საგამოძიებო კომისიაზეა საუბარი? არსებობს რამე დოკუმენტი, სადაც წერია რომ შალვა თადუმაძის დიპლომი არის ყალბი? ან შალვა თადუმაძეს არ შეეძლო იმ დროს ასეთი განათლება მიეღო და ასეთი დიპლომი აეღო?
არსად გადადგომას არ ვაპირებ, არ მიცხოვრია ისე , რომ რამე დამემალოს, მათ შორის მითუმეტეს დიპლომი არ მაქვს დასამალი. 2001 წლიდან აქტიურ იურიდიულ საქმიანობას ვეწევი,. არცერთი ხელისუფლებისთვის დამოუკიდებელ იურისტად მისაღები არ ვიყავი.

2006 წელს აქტიურ საადვოკატო საქმიანობას ვეწევი., ამ დიპლომით წარვდექი ადვოკატთა ასოციაციაში, ჩავაბარე გამოცდები და მივიღე ადვოკატის საქმიანობის ლიცენზია”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად