შალვა თადუმაძე: პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო საჭირო ვარ

ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, რამ მიაღებინა გადაწყვეტილება მოქმედ გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარმდგარიყო.

“ყველა იურისტისთვის მოსამართლის სტატუსი ყველაზე აღმატებულია, რაც შეიძლება იურისტს ჰქონდეს. როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი, ბუნებრივია, მქონდა ფიქრი, რომ პარლამენტმა მომცა შესაძლებლობა, ვიყო საქართველოს გენერალური პროკურორი განსაზღვრული ვადით.

ჩემი საქმიანობა ყოველთვის მართლმსაჯულების სფეროსთან იყო დაკავშირებული და შესაძლოა, მსგავსი შესაძლებლობა აღარასდროს მომცემოდა. შემეძლო, პირადი განცხადებით დამეტოვებინა თანამდებობა და შემდეგ მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს დიდ უპატივცემულობად ჩავთვალე პარლამენტის წინაშე – პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო მენდობა, აბსოლუტურად ღიად ვარ წარმოდგენილი პარლამენტში და პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო საჭირო ვარ“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად