შალვა თადუმაძე პარლამენტის წინაშე პირველი ანგარიშით წარდგება

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პირველ ანგარიშს წარუდგენს.

პარლამენტს უკვე წარდგინა პროკურატურის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, გენერალური პროკურორი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 მაისისა, პარლამენტს წარუდგენს პროკურატურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, ასევე პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

რეგლამენტის მიხედვით, ანგარიში კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან, ან საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს არ შეიცავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად