შალვა თადუმაძე: მესია ხომ არ ვარ, ვერ ავიღებ ჩემს თავზე 90-იანი წლების განათლების სისტემას

“ბოდიშით, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე. ასეთ ქვეყანაში დავიბადე, ასეთი განათლების სისტემა იყო არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ შალვა თადუმაძეს არ ჰქონდა ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა ამ ფორმით”, ​ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მისი დიპლომის კანონიერების თემაზე შეკითხვებს სვამენ.

“​მე მესია ხომ არ ვარ, ვერ ავიღებ ჩემს თავზე 90-იანი წლების განათლების სისტემას. მე შემიძლია ვისაუბრო ჩემს დიპლომზე, სამართლებრივ შემადგენლობებზე და კითხვებზე, შემიძლია ვისაუბრო პროკურატურაზე, შემიძლია ვისაუბრო სასამართლოზე. ბოდიშით რომ ამ ქვეყანაში დავიბადე. ასეთ ქვეყანაში დავიბადე, ასეთი განათლების სისტემა იყო. არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ შალვა თადუმაძეს არ ჰქონდა ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა ამ ფორმით. არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამბობს: არ მაინტერესებს სად იყოს გახსნილი, სადაც იყო გახსნილი, სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის მიწისქვეშ გადასასვლელში უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე. ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით და ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, 97 წლამდე საბჭოთა განათლების კანონი რომ მოქმედებდა ამ ქვეყანაში”   -განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად