შალვა შავგულიძე: პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების ტენდენციაა

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ იმსჯელეს.
 

შავგულიძის შეფასებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების ტენდენციაა, რასაც სავარაუდოდ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა მოჰყვება. 

„გადაწყვეტილებამდე მისული არ ვართ. დღეს იყო მსჯელობა პრეზიდენტის კომპეტენციისა და უფლებამოსილების შესახებ. ტენდენცია არის ისეთი, რომ შემცირდეს პრეზიდენტის უფლებამოსილება, რაც არ არის მისასალმებელი. ამას ალბათ ლოგიკურად მოჰყვება პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა, რადგან მცირე უფლებამოსილების მქონე პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევა არ გახდება მიზანშეწონილი და ეს ყველაფერი მიმართულია იმ ძალიან ცუდი ტენდენციისკენ, რასაც ადგას „ქართული ოცნება“. ეს არის ხელისუფლების სრული უზურპაცია, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ აკონტროლებს და მისი გაკონტროლების მიზანს ემსახურება სამწუხაროდ მთლიანად ამ კომისიის შექმნა და საქმიანობა. ვინაიდან თუ პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევა შეიცვლება პარლამენტში „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ, ფაქტიურად მისი დანიშნვით, ასეთი პრეზიდენტი რა თქმა უნდა მართვადი იქნება ამ პოლიტიკური ძალის მიერ” – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად