შალვა შავგულიძე: მხოლოდ ეს არის გამარჯვების გასაღები

“საჭიროა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, ამიტომ მნიშვნელოვანია 9 ივნისს, არჩევნებზე ამომრჩეველმა იაქტიუროს.”

ამის შესახებ ბლოკი “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პროცესი, რა დროსაც ხალხი უშუალოდ ირჩევს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მთაწმინდაზე ხვალ ასეთი დღეა.

“მინდა, მივმართო მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველს, სწორედ, ამ მოლოდინიდან გამომდინარე, რომ ვისაც მიგვაჩნია,საჭიროა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, არ ვართ წინააღმდეგი, რომ ეს მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან დაიწყოს, ამისთვის ამ ნების გამოხატვაა საჭირო. საჭიროა,ხვალ არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. მხოლოდ ეს არის გამარჯვების გასაღები”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...