შალვა შავგულიძე: ხმა მივეცი ოპოზიციის შეთანხმებულ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატს საბურთალოს საარჩევნო ოლქში

“ევროპული საქართველოს” მთაწმინდისა და კრაწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დამარცხება შეუძლია საქართველოს დასავლური ოპოზიციის მრავალპარტიულ გაერთიანებას.

მისი თქმით,  მხარი დაუჭირა გუნდს, რომელსაც აქვს ამბიცია და
შესწევს ძალა, რომ ქვეყანაში მოახდინოს გარდამტეხი ცვლილებები.
„ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დამარცხება დღეს შეუძლია მხოლოდ საქართველოს დასავლური ოპოზიციის იმ მრავალპარტიულ გაერთიანებას, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას ივანიშვილის ხელისუფლებისათვის არანაირ ვითარებაში კოალიციის არ შექმნის თაობაზე და მანამდე შეთანხმდენენ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე. მე ხმა მივეცი სწორედ ოპოზიციის მიერ შეთანხმებულ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატს საბურთალოს საარჩევნო ოლქში, ხოლო რაც შეეხება პროპორციულ ნაწილში, ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შედგება პროგრესული, მკაფიოდ დასავლეთზე ორიენტირებული, კვალიფიციური ადამიანებისაგან, რომელთაც აქვთ ამბიცია და შესწევთ ძალა, რომ სხვა დასავლურ პოლიტიკურ ძალებთან ერთად მოახდინონ ქვეყნის დემოკრატიულობისათის საჭირო გარდამტეხი ცვლილებები“,  –
განაცხადა შალვა შავგულიძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად