შალვა შავგულიძე: დეპუტატი ალბათ მინიმუმ 25 წლის უნდა იყოს

საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე, პარლამენტის წევრის ასაკობრივ ცენზთან დაკავშირებით იმსჯელეს.

როგორც ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, სხდომაზე გამოითქვა მოსაზრებები, რომ პარლამენტის წევრი მინიმუმ 25 წლის უნდა იყოს. 

„ასაკობრივ ცენზთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ 21 წელი ნამდვილად არ არის რეალური ასაკი პარლამენტის წევრისთვის. გამოითქვა მოსაზრებები, რომ მინიმუმ 25 წელი ალბათ მისაღებია“, – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...