შალვა პაპუაშვილი: თითქოს დიდ გულზე ყოფნა, მაგრამ გაქცევა ყველა მნიშვნელოვანი მომენტიდან, არის ტიპური სახე ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“

“თითქოს დიდ გულზე ყოფნა, მაგრამ გაქცევა ყველა მნიშვნელოვანი მომენტიდან, ეს არის ტიპური სახე ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ და ალბათ, აქედან გამომდინარე დებატებიდან მელიას გაქცევა გასაკვირი არც იყო”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძე არის თბილისის საუკეთესო მერი და ის არის კანდიდატი, რომელიც იმსახურებს იყოს დედაქალაქის მერი.

„გუშინ საღამოს ჩვენ ვნახეთ კახა კალაძესთან გადაღებული სელფები, როდესაც სხვა კანდიდატები მივიდნენ მასთან და სთხოვეს, სურათის გადაღება. მგონი, ამით ყველაფერი ნათლად გამოჩნდა. დებატებისას ოპონენტებს კითხვები ჰქონდათ კახა კალაძესთან, ვინაიდან იციან, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს პასუხები ამ კითხვებზე და ის არის ადამიანი, რომელმაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაშიც პასუხი უნდა გასცეს ამ კითხვებს. ვფიქრობ, საზოგადოებამ დაინახა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ კახა კალაძე არის ამ ქალაქის საუკეთესო მერი. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთმა ოპონენტმაც თქვა ერთხელ სხვა ეთერში. კახა კალაძე არის კანდიდატი, რომელიც იმსახურებს, რომ იყოს თბილისის მერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...