შალვა პაპუაშვილი: შეცდომაა – ჯერ ამბიციური სასამართლო რეფორმა და შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა

“ქართული ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გამოთქმულ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის არჩევით 19 აპრილს გაფორმებული შარლ მიშელის დოკუმენტი დაირღვა.

“შეცდომაა: ჯერ ამბიციური სასამართლო რეფორმა და შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა.
✅ სწორია: ჯერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება და შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა. რაც მოხდა კიდეც. იქ ვიყავი. ვიცი”, -წერს შალვა პაპუაშვილი.

შეაგხსენებთ, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებისა, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, ქართულმა ოცნებამ 12 ივლისის რიგგარეშე პლენარულ სხომაზე უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლეს დაუჭირა მხარი.

“ქართულმა ოცნებამ” შემდეგი ექვსი მოსამართლე დაამტკიცა – გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილი. პარლამენტმა ეკა ზარნაძის, ქეთევან მესხიშვილის და გიორგი შავლიაშვილის კანდიდატურები ჩააგდო.

16 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი “ტვიტერზე” გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცება ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: აშშ ღრმად არის შეწუხებული საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების გამო

კომენტარები
იტვირთება...