შალვა პაპუაშვილი: სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს, იმისთვის რომ “ნაცმოძრაობის” ლიდერებს მართლმსაჯულება ასცილდეთ

სასამართლოს წინააღმდეგ სპეციალური დისკრედიტაციის კამპანია იმისთვის მიმდინარეობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მართლმსაჯულება ასცილდეთ, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე განაცხადა.

 

„ჩვენ ვხედავთ სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარე ანტიკამპანიას. ზოგიერთ ტელევიზიაში კლიპებიც გადის, სადაც მოსამართლეებს მკვლელებად მოიხსენიებენ. თუკი ამ დისკრედიტაციის კამპანიას შევაჯამებთ, რომელიც სასამართლოს წინააღმდეგ წლებია მიმდინარეობს, ერთ რამეს მგონი ლოგიკურად დავასკვნით, ეს არის სპეციალური დისკრედიტაციის კამპანია იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მართლმსაჯულება ასცილდეთ, ყველაფერი აქეთკენ არის მიმართული, რომ მართლმსაჯულების დელეგიტიმაცია მოხდეს, ჰქონდეთ სათქმელი, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება ეს თუ სხვა ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“, მათ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები არ არის ლეგიტიმური“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები
იტვირთება...