შალვა პაპუაშვილი საია-ს განცხადებაზე: ცოტა არ იყოს და, არ მოველოდი. რა ვიფიქრო, არც კი ვიცი

“საია-სგან, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს და, არ მოველოდი. რა ვიფიქრო, არც კი ვიცი”.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას, სადაც ის მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღქმით ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შედგენილი დოკუმენტი საერთაშორისო სამართალს არღვევს.🤦🤦
❗შეთანხმების წარუმატებელი ჩაშლის გამო “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მისი აღსრულების ჩაშლას რომ ცდილობენ, ეს გასაგებია, 👉 მაგრამ, საია-სგან, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს და, არ მოველოდი. რა ვიფიქრო, არც კი ვიცი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, 2021 წლის 19 ივნისს საიამ მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, ხელი მოეწერათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებაზე, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.საია: პოლიტიკურმა პარტიებმა , არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...