შალვა პაპუაშვილი: რუსეთის დუმის დეპუტატის კომენტარის გაიგივება საქართველოს პარლამენტის ქმედებასთან, ამომრჩევლის შეურაცხყოფაა

საქართველოს პარლამენტის წვრი პარტია “ქართული ოცნებიდან” შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის კომენტარზე ოპონენტების შეფასებებს ეხმაურება. მას მიაჩნია, რომ დუმის დეპუტატის კომენტარის გაიგივება საქართველოს პარლამენტის ქმედებასთან მილიონი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა.

“როცა ხდება რუსეთის დუმის წევრის კომენტარის გაიგივება საქართველოს პარლამენტის მოქმედებასთან, ეს არათუ მიუღებელია, ეს ქართველი ამომრჩევლის პირდაპირი შეურაცხყოფაა.

საუბარი გვაქვს ერთ რამეზე – საქართველოს პარლამენტი საქართველოს მოქალაქეების მიერაა არჩეული. „ქართულ ოცნებას“ ხმა მოგვცა საქართელოს მილიონმა მოქალაქემ.

ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, ვქმნით და ვასრულებთ ქართულ კანონმდებლობას. ეს არის, რაც მოხდება ხვალ.

თუ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ საქართველოს მილიონი ამომრჩეველი გააიგივონ გავრილოვთან და საქართველოს კანონმდებლობა გააიგივონ რუსეთის დუმასთან, ძალიან ცდებიან. ამ შეცდომაში არიან ისინი დიდი ხანი და ამის გამო შეაქცია მათ ზურგი ქართველმა ამომრჩეველმა. “რუსი, რუსი”-ს ძახილში დაკარგული ძალათ პატრიოტები.” – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...