შალვა პაპუაშვილი: როდესაც გარეთ პანდემიაა, მხოლოდ პარტიებს შორის თანხმობით შეიძლება ასეთი სიძნელეების დაძლევა

“ამ შეთანხმებას ხელს ვაწერ, რადგან 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი ბოლომდე აისახოს საქართველოს პარლამენტში”.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

„მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო მასპინძლობისთვის, მადლობა პრეზიდენტ მიშელს, მადლობა ელჩებს იმ გაწეული შრომისთვის, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში დაუღალავად ეწეოდით. ამ შეთანხმებას, მე პირადად, ხელს ვაწერ სწორედ იმიტომ, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი ბოლომდე აისახოს საქართველოს პარლამენტში, ყველა ჩვენი ამომრჩეველი იყოს წარმოდგენილი ამ პარლამენტში. ვინაიდან, მხოლოდ თანხმობით შეიძლება, დღევანდელ რთულ ვითარებაში, როდესაც გარეთ პანდემიაა, მხოლოდ პარტიებს შორის თანხმობით შეიძლება ასეთი სიძნელეების დაძლევა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...