შალვა პაპუაშვილი: ფაქტია, რომ ჩვენი ოპონენტები ჯიუტი ადამიანები არიან

ეს არჩევნები ყველამ უნდა გამოიყენოს დასკვნების გასაკეთებლად. ჩვენ ჩვენი დასკვნა გავაკეთეთ. სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ ჩვენი ინიციატივა, -ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა შალვა პაპუაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პროცედურები უნდა დაეფუძნოს ახალ ტექნოლოგიებს.

“ფაქტია, რომ ჩვენი ოპონენტები ჯიუტი ადამიანები არიან. რაც შეეხება შემოთავაზებას, ეს არჩევნები ყველამ უნდა გამოიყენოს დასკვნების გასაკეთებლად. ჩვენ ჩვენი დასკვნა გავაკეთეთ. სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ ჩვენი ინიციატივა. თუ ოპოზიცია არ შემოვა, მათ გარეშე მოგვიწევს ამის გაკეთება. პროცედურებს რაც შეეხება ის უნდა დაეფუძნოს ახალ ტექნოლოგიებს, რათა აღმოიფხვრას ის, რითაც მანიპულირებენ ჩვენი ოპონნეტები – გამოცხადდა თუ არა გვიან შედეგები, იყო თუ არა ბევრი დისბალანსიანი ოქმი და ა. შ. ეს ყველაფერი გამოირიცხება, რადგან ეს ელექტრონულად დაითვლება და ფაქტობრივად წუთებშივე იქნება შედეგები ცნობილი.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ეს ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობასაც იძლევა და ხელახლა გააზრებასაც საარჩევნო ადმინისტრაციის. ეს ხელახლა უნდა განვიხილოთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად