შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის მონაწილეობა იყო ნული, არც პირველი ხმა უთქვამთ, არც ბანი, კრიმანჭულზე ხო ზედმეტია საუბარი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტისთვის, ისევე როგორც ქართული სიმღერისთვის, მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია.

“მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საქართველოში.

​ჩვენ ეს განვახორციელეთ იმით, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” ერთპროცენტიანი ბარიერი დააწესაა და დღეს 14 პარტიაა წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.

ყველა უნდა იყოს ერთხმად და ერთბაშად. აქ ყველას აქვს პასუხისმგებლობა. პირველი, მეორე, მესამე არ არსებობს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვახორციელებთ კიდეც. მაგალითად, დავაინიცირეთ ის პროექტი, რომელიც ეფუძნება სწორედ იმ მოლაპარაკებებს, რომელიც ფასილიტატორებთან ერთად დაიწყო, საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში. ამაში ოპოზიციის მონაწილეობა იყო ნული, არც პირველი ხმა უთქვამთ, არც ბანი, კრიმანჭულზე ხო ზედმეტია საუბარი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ჩვენი პარლამენტი ერთპარტიულად წარმოაჩინონ, მგონი არითმეტიკაში ირევნიან და ვერ ხედავენ ევროპელ სოციალისტებს და მოქალაქეებს მგონი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...