შალვა პაპუაშვილი “ნაცმოძრაობაზე”: ვერ შემიყვანთო, შეიყვანეს – მიშელის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს

მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს.
ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს.
ვერ გამომიყვანთო, გამოიყვანეს.
ვერ შემიყვანთო, შეიყვანეს.
მიშელის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს. რომელი სიტყვა შეუსრულებიათ, რომ ეს შეასრულონ.🤦” – წერს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შედის, როგორც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, ისინი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.

კომენტარები
იტვირთება...