შალვა პაპუაშვილი: “ნაცმოძრაობამ“ იცის, რომ ის ამ არჩევნებს აგებს, ერთადერთი იმედი რჩებათ – პროვოკაციებით გამოიწვიონ არეულობა

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ ის ამ არჩევნებს აგებს, ასევე ვიცით, რომ მათ საარჩევნო არანაირი კამპანია არ აქვთ და ერთადერთი იმედი რჩებათ, რომ როგორმე ასეთი პროვოკაციებით გამოიწვიონ არეულობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა

„„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე არის თავად თავი ამ პროვოკაციებისა. ვნახეთ პირდაპირ, ევროკავშირის ოფისის წინ როგორ თავხედურად მივიდა მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებდა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადავიდა. ეს იყო კლასიკური მაგალითი პროვოკაციის. აქ მნიშვნელოვანია რომ, ევროკავშირსაც ამაზე შესაბამისი რეაქცია ჰქონდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსეებთმ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მივიდა, სადაც “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდებოდა.

 

კომენტარები
იტვირთება...