პაპუაშვილი სააკაშვილზე: მოვუწოდებ ოპონენტებს, მოუსმინონ საკუთარ ამომრჩევლებს და არა უცხო ქვეყნის მოქალაქეს

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებებს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, ტერმინი “რიგგარშე არჩევნები” როგორც ჩანს, არის ჩვენი ოპონენტების აკვიატება, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი”.

“სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება და ბლოკირება არის კანონდარღვევა, კანონდარღვევაზე ხელის აღება არანაირ კომპრომისს და კონსტრუქციულობას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ გააცნობიერეს, კანონდარღვევა არ შეიძლება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები. მიხეილ სააკაშვილი: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...