შალვა პაპუაშვილი: გუშინ ვნახეთ, ვინ იყო ევროპულ ევროპულ გზაზე და ვინ იჯდა საკუთარ ოფისში საკუთარი ბოღმისგან დაბრმავებული (რუსულ გზაზე)

“გუშინ ვნახეთ, ვინ იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში (ევროპულ გზაზე) და ვინ იჯდა საკუთარ ოფისში საკუთარი ბოღმისგან დაბრმავებული (რუსულ გზაზე).”

ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს”.
👉 გუშინ გაცხადდა ის, რასაც აქამდეც ვამბობდით. ამ ექვსი თვის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” იყო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ყველა ხერხით შლიდა შეთანხმებას.
😡 მათი ერთადერთი მიზანი აბსოლუტური ძალაუფლებაა. მათი ერთადერთი გზა – არეულობა, სიძულვილი, ნერვების თამაში, განსხვავებული აზრის მქონეთა გარიყვა.
❗არ დაგვავიწყდეს, ეს ის ძალაა, რომელიც ახალ, საკუთარ გემოვნებაზე მორგებულ (“პრონწკულ”) ელიტას ქმნიდა და ახალი ქართველის გამოყვანას ლამობდა.
გუშინ, ჩვენ კარგად დავინახეთ, რა გველოდა, მათ რომ ეს საქმე ბოლომდე მიეყვანათ.
გუშინ ვნახეთ, ვინ იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში (ევროპულ გზაზე) და ვინ იჯდა საკუთარ ოფისში საკუთარი ბოღმისგან დაბრმავებული (რუსულ გზაზე).
❗❗❗ამ ჯერზე, მათ შეთანხმების ჩაშლის ყველა გზა ჩაეკეტათ. ამიტომ სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ. 👉 ან აღიარებენ საკუთარ მარცხს და ხელს მოაწერენ ამ შეთანხმებას, ან საბოლოოდ მარგინალიზდებიან”.

შეგახსენებთ, ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გუშინ, 19 აპრილს გაიმართა.
დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.

დღეს კი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოდის. ის ხელმოწერის პროცესს ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...