შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ოპონენტების ნაწილი ჯიუტი პოლიტიკოსებისგან შედგება – ასე პოლიტიკა არ კეთდება

“სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ნაწილი ჯიუტი პოლიტიკოსებისგან შედგება და არ სურთ იმ სიტყვას გადავიდნენ, რაც თქვეს, ასე პოლიტიკა არ კეთდება”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ვხედავთ, რომ კვირა არ გადის, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ თუ უცხოელმა პოლიტიკოსმა არ მოუწოდოს ჩვენს ოპონენტებს, რომ შევიდნენ პარლამენტში. ეს არის საერთო კონსენსუსი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ – კონსენსუსი სხვა ქვეყნებიდან, რომ პარლამენტი უნდა ფუნქციონირებდეს ისე, როგორც ეს ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა იმ პროპორციებით და იმ პროცენტებით, რომლებიც ქართველმა ამომრჩეველმა მიანიჭა ქართულ პარტიებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ.

„გირჩის“ ინიციატივაა, რომ რეალურ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნებს პლებისციტის ფუნქცია მიენიჭოს. შესაბამისად, თუ ჯამურად ოპოზიცია გაიმარჯვებს, 2022 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. წაგების შემთხვევაში კი აღიარონ, რომ გაყალბება სულაც არ ყოფილა იმ მასშტაბის, რის მტკიცებასაც თავად ცდილობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად