შალვა პაპუაშვილი არასამთავრობოებს: თქვენი პროფესიული ეთიკა მოითხოვს, რომ ჩაასწოროთ თქვენი 4 ნოემბრის შეფასებები და დასკვნა

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებაში შეცდომა გაასწორონ.

📢 “ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ამ არჩევნებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი“ უწოდეს“ – ეს არის ამონარიდი “ჰიუმან რაითს ვოჩის” (HRW) მიერ გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშიდან, სადაც, თავად ის, 24 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებას ციტირებს. https://bit.ly/3rpH0Ni
☝️ეს ის ერთობლივი განცხადებაა, რომლის ყველა მთავარი შენიშვნა მცდარი აღმოჩნდა.
👉 კერძოდ, ამ ერთობლივი განცხადებისთვის რომ დაგვეჯერებინა:
❎ ცესკო-მ შედეგები დაგვიანებით გამოაცხადა. რაც, წინა წლების სტატისტიკასთან შედარების შედეგად, მცდარი აღმოჩნდა.
❎ უბნების 8%-ზე დისბალანსი იყო. რაც, ISFED-ის მდუმარების ფონზე, დისბალანსის სტატისტიკის შესწავლის შედეგად, მცდარი აღმოჩნდა.
❎ უპრეცედენტო იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. რაც “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ, 24 დეკემბერს, სპეციალურად ამ თემაზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით მცდარი აღმოჩნდა. https://bit.ly/38H7DVm
👉 იმ ერთობლივ განცხადებაში იყო კიდევ 2 პრეტენზია: ძალადობა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. ამ საკითხზე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) და “საერთაშორის გამჭვირვალობის” (TI) დასკვნებს და განცხადებებსაც რომ შევხედოთ, შეფასება ერთია, რომ ამ არჩევნებზე იყო:
✅ ნაკლები ძალადობა (ამასთან, TI-ის მიხედვით ყველა👈 ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. რამდენიმე პირი დააკავეს),
✅ ნაკლები ნეგატიური კამპანია და სიძულვილის ენა,
✅ ნაკლები სავარაუდო მოსყიდვა (ამასთან, საია-ს დასკვნით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა იყო უმეტესად ოპოზიციის მხრიდან).
🤷 გამოდის, რომ განცხადების 5 ძირითადი პრეტენზიიდან 👉 ხუთივე მცდარი აღმოჩნდა.
🤔 რა თქმა უნდა, ისმის კითხვა: თუკი ყველა მთავარი წანამძღვარი მცდარია, როგორ შეიძლება, რომ მთავარი დასკვნა – “ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები” – იყოს მართალი?
🔹 ISFED-ის საქმემ გვაჩვენა, რომ ძველი კითხვა: “თავად დარაჯებს ვინ უდარაჯებს?” არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართაც აქტუალურია.
🧐 ჩემთვის, ამ კითხვაზე, ყველაზე კარგი პასუხი იქნებოდა: 👉 მათი პროფესიული ეთიკა.

💁 სწორედ ამ იმედით, კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ჩემი ორი კვირის წინანდელი მიმართავა (https://bit.ly/38GE33s)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო,
ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation,
სამართლიანი არჩევნები (ISFED)

და დანარჩენი 20 არასამთავრობო ორგანიზაციისადმი:

🔸 იმის გათვალისწინებით, რომ 4 ნოემბერს თქვენ მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების მცდარ ჰედლაინებს, დღესაც შეცდომაში შეჰყავს ზოგიერთი უცხოური ორგანიზაცია,
🔸 ხომ არ ფიქრობთ, რომ, უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციების და ქართული საზოგადოების მიმართ
👉კეთილსინდისიერების ვალდებულება და
👉თქვენი პროფესიული ეთიკა მოითხოვს, რომ ჩაასწოროთ თქვენი 4 ნოემბრის შეფასებები და დასკვნა?” – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად