შალვა პაპაუშვილი: გიორგი ბარამიძემ ან საქართველოს ისტორია არ იცის, ან არ ვიცი კიდევ რა არ იცის…

ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში, “ქართული ოცნების” წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:

ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე არის ძალადობის ორგანიზაციის მუხლით. მან ასეთი ნარატივი შექმნა, თითქოს როგორ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს ცარიელი პარლამენტის შენობაში შესვლით, მას ბრალად ედება ძალადობის ორგანიზება და მეორეც ერთი, მას ბრალად ედება ძალადობის ორგანიზება.

ვის ატყუებენ რომ ხელებაწეულები შედიან პარლამენტის შენობაში, თითქოს ის სასეირნოდ შედიოდეს ადამიანი… ვერ ვხედავდით რა ხდებოდა 20 ივნისს?”

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ გიორგი ბარიძემ განაცხადა, ეს არ გამოიწვევდა სახელმწიფო გადატრიალებას, პაპუაშვილმა უპასუხა: 

ბარამიძემ ან საქართველოს ისტორია არ იცის, ან არ ვიცი სხვა რა არ იცის…ასეთი ტყუილებით აპირებენ საზოგადოების, თითქოს და რაღაც ტყუილები შეასაღონ, მაგრამ ხომ ვხედავთ რომ არ გამოდის”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...