შალვა ნათელაშვლი: პარტიის დაფინანსების არაღება ნიშნავს, რომ პარტია დაშალო

“მანდატის დაჭრას და რაღაცეებს არ ვაპირებთ. მაგრამ 2008-ში როგორ მოხდა იცით, ერთი ფეხი პარლამენტში დაგვრჩა და ერთი გარეთ, ანუ გამოვუცხადეთ ბოიკოტი, ფორმალურად ვირიცხებოდით პარლამენტში, მაგრამ ფიზიკურად არ დავდიოდით. ახლა არც ფიზიკურად, არც ფორმალურად, არც იურიდიულად იქ არ იქნება ჩვენი ფეხი. დეპუტატის ხელფასს არ ავიღებთ, როგორ შეიძლება დეპუტატის ხელფასის აღება, როცა პარლამენტში არ ირიცხები.” – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “ღამის კურიერში” განაცხადა.

“მაგრამ პარტიის დაფინანსების არაღება ნიშნავს, რომ პარტია დაშალო. ლეიბორისტული პარტია” 95-წლიდან 2007 წლამდე, 12 წელი დაფინანსების გარეშე იბრძოდა და ისეთი მიღწევები ჰქონდა, რომ მილიარდები აჩუქა ხალხს. დაფინანსება არის სამარცხვინო და მათხოვრული, რომელიც არ ეყოფა ოფისის დაცვასაც კი. პარტიებზე დაფინანსების არ გაცემა ნიშნავს იმას, რომ ერთპარტიული დიქტატურა საბოლოოდ დამყარდა,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

წამყვანმა ნათელაშვილს ჰკითხა, არის თუ არა არჩევნების შედეგის ირიბად აღიარება, როცა პარტიათა ნაწილი დაფინანსებას მიიღებს. რაზეც ნათელაშვილმა უპასუხა: თვეში 24 000 ლარია, რითაც მე უნდა შევინახო პარტიის ცენტრალური ოფისი, 3700 უბანი, 75 რაიონი, მივლინებები, უსაფრთხოება, პროგრამები, მასმედიასთან ურთიერთობა და ყველაფერი ხომ?! და ამ დროს ბიძინა ივანიშვილს 20 მილიონი უნდა ჰქონდეს,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად