შალვა ნათელაშვილმა თურქეთის საელჩოს წინ სირიიდან ჯარის გაყვანა მოითხოვა

„ლეიბორისტული“ პარტია თურქეთის ხელისუფლებას სთხოვს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები სირიის ტერიტორიიდან და შეწყვიტოს ქურთ მოსახლეობასა და ქურთ ჯარისკაცებზე საომარი იერიშები.

შალვა ნათელაშვილმა დღეს პარტიის წარმომადგენლებთან და თბილისში მცხოვრებ რამდენიმე ქურთი ეროვნების მოქალაქესთან ერთად საქართველოში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა.

„ლეიბორისტების“ ლიდერი სოლიდარობას უცხადებს ქურთ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და საჯარისო მოქმედებების შეწყვეტას სთხოვს თურქეთის ხელისუფლებას.

ნათელაშვილის თქმით, ის რაც ამჟამად სირიაში ქურთების წინააღმდეგ ხდება, საქართველოს უშიშროებასაც დიდ საფრთხეს უქმნის და ეს ვითარება ყველაზე მეტად რუსეთს აძლევს ხელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად