შალვა ნათელაშვილი: ვთხოვ რეჟიმს სასწრაფოდ აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მთავრობას მოუწოდებს სრულად აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

მისი თქმით, ძალაუფლების გარდაუვალი დაკარგვის შიშით შეპყრობილი ხელისუფლება უპრეცედენტო ნაბიჯზე წავიდა:

“ძალაუფლების გარდაუვალი დაკარგვის შიშით შეპყრობილი ხელისუფლება, წავიდა უპრეცენდენტო ნაბიჯზე და საგანგებო მდგომარეობის შემდეგ გააგრძელა დე ფაქტო საგანგებო მდგომარეობა, აკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დატოვა მასობრივად ხალხი შინა პატიმრობაში, აღუკვეთა მათ სარჩოს მოპოვების ყოველგვარი საშუალება და პერსპექტივა. კატეგორიულად ვთხოვ რეჟიმს სასწრაფოდ იქნას აღდგენილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები, მეტრო, საქალაქთაშორისო მგზავრობა, ტაქსები სრული დატვირთვით, მატარებლები, შიდა ავიაცია, თუ ყავთ ასეთი” – აღნიშნა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად