შალვა ნათელაშვილი: ვიოლა ფონ კრამონი თუ გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ ივანიშვილის გადასარჩენად მისი შუამავლობა დამთავრდა?!

ვიოლა ფონ კრამონი თუ გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ ივანიშვილის გადასარჩენად მისი შუამავლობა დამთავრდა?! – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

“მე ძალიან მაინტერესებს ეს გერმანელი ევროპარლამენტარი ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი ვისი დავალებით და რა უფლებამოსილებით აკვარახჭინებს ქართულ პოლიტიკურ კრიზისს, თუ გრძნობს პასუხისმგებლობას,რომ მისი შუამავლობა ივანიშვილის გადასარჩენად დამთავრდა ქვეყნისათვის სრული კრახით,ოპოზიციის პარლამენტში შეყრით, მმართველი პარტიის ხელშეკრულებიდან გასვლით და ლეიბორისტული პარტიის აკრძალვით,რაზედაც მას პროტესტიც კი არ გამოუხატავს.

იქნებ ამ საშოვარზე მოარულ ევროდეპუტატს ემუშავა თავის გერმანიის მთავრობასთან რომ არ დავებლოკეთ ნატოში, რომ ნაცისტთა ჩახოცილ 400 ათას ქართველსა თუ მათ შთამომავლებზე გაეცათ კომპენსაცია,ან წინ აღდგომოდა ჩრდილოეთის ნაკადსა და უკრაინის გაყიდვას გერმანიის მიერ ან სულ ბოლოს მარწყვის საკრეფად გერმანიაში გარეკილი ქართველები მაინც მოენახულებინა რომლებიც მონებად მუშაობენ იქ” – წერს შალვა ნათელაშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას გამოეხმაურა და მკაცრად გააკრიტიკა როგორც მმართველი გუნდი, ისე „ნაციონალური მოძრაობა“.

კომენტარები
იტვირთება...