შალვა ნათელაშვილი: უახლოეს დღეებში ნახავთ, რომ ივანიშვილის მილიარდებიდან არაფერი დარჩება

უახლოეს დღეებში თქვენ ნახავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მილიარდებიდან არაფერი დარჩება დაყადაღებული ქონების გარდა, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

“საქმეც იმაშია, რომ ჩვენი აქტიურობისა და მიტინგების გარეშეც მსოფლიო თანამეგობრობა, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ამ წუთებში, უკვე გადასული არიან მოქმედებებზე. უახლოეს დღეებში თქვენ ნახავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მილიარდებიდან არაფერი დარჩება დაყადაღებული ქონების გარდა.

სავიზო და დიპლომატიური სანქციები, მათ შორის, საფინანსო, გარანტირებულია გომელაურზე, ლილუაშვილზე, თალაკვაძეზე, კობახიძეზე, მდინარაძეზე და ვინც არიან, ეს 55 მილიონერი პარლამენტში შეყვანილი, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ვინმე დაიჭირონ და დაარბიონ, ოღონდ მათ არ მოჰპარონ მილიონიანი ქონება. ეს სანქციები უკვე რეალობა გახდა და ამაზე დიდი ბრძოლა ოპოზიციის მხრიდან აღარაა საჭირო. ფაქტობრივად, ხელისუფლება დამთავრდება. ივანიშვილს რომ არ ექნება თავისი მილიონების განკარგვის უფლება, მისგან არაფერი დარჩება”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად