შალვა ნათელაშვილი: წლებია ჩვენ ამას ვითხოვთ, დაკმაყოფილდეს მძარცველის მოთხოვნები

წლებია ჩვენ ამას ვითხოვთ, დაკმაყოფილდეს მძარცველის მოთხოვნები, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია:
1. აზარტული თამაშების აკრძალვას
2. ბანკებში სესხის წლიური მაქსიმალური ზღვარი 7 პროცენტი
3. პენსიონერებისთვის წამლები ხელმისაწვდომ ფასებში
ხელისუფლებას მოვუწოდებ დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები”, – წერს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, წერეთლის გამზირზე ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძარცველია შეჭრილი, რომელსაც ტყვეები ჰყავს აყვანილი. ვრცელდება მისი რამდენიმე მოთხოვნა, ერთ-ერთ მოთხოვნად სახელდება აზარტული თამაშების აკრძალვა საქართველოში, ასევე წამლების გაიაფებაც. შსს სპეცოპერაციას აგრძელებს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად