შალვა ნათელაშვილი: ციხის კადრებზე პირველი საქმე სააკაშვილის ხელისუფლებამ აღძრა

ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში, გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა.

"წინა რეჟიმებს შეეძლოთ თავიანთის გაწირვა, ორთქლის გამოშვებისთვის. ვთქვათ, გირგვლიანის მკვლელები დაიჭირეს. მერე რაც მოხდა ეს ვიცით. იგივე ციხის კადრებზე პირველი საქმე სააკაშვილის ხელისუფლებამ აღძრა, ვიღაცები დაიჭირეს იმ სცენის გამო, რაც იქ იყო ნაჩვენები. 

ამათ აქვთ სტადია, როდესაც არანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა არ დარჩათ. ერთადერთი რაც დარჩათ, ბოლომდე დაიცვან და გადაარჩინონ თავიანთი თანამონაწილეები", – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად