შალვა ნათელაშვილი: ცეზარ ჩოჩელისგან შსს-ს შესყიდული აქვს 6 მილიონის ტკბილეული -ყველა თანამშრომელი დიაბეტზეა შესაწმოწმებელი

“ლეიბორისტული პარტიის”ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ინფორმაცია ცეზარ ჩოჩელისა და კახა ოქრიაშვილის მიერ მორიგი ოლიგარქიული პარტიის შექმნასთან დაკავშირებით დაბლოკა არა მარტო ბიძინავიზიის ტელევიზიებმა, არამედ ოპოზიციურმა – მთავარმა არხმა, ტვ-პირველმა, ფორმულამ, რა თქმა უნდა რუსთავი2-მა და აბსოლუტურად ყველა დანარჩენმა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, 31 ოქტომბერს ივანიშილის ეპოქა სრულდება და  ოლიგარქიამ გადაწყვიტა რევანში და ვგებულობთ, რომ ცნობილ ყაჩაღ ცეზარ ჩოჩელს ცნობილ მილირადერ  მეწამლე კახა ოქრიაშილთან ერთად დაურეგისტრირებია ახალი საარჩევნო პარტია.

“ბანალურ კითხვაზე როდის გვეშველება, გვეშელება მაშინ, როდესაც უკანასკნელი მილიონერიც დატოვებს ქართულ პოლიტიკას, ხოლო საქართველოს ბიუჯეტი დაუბრუნდება მის შემქმნელს – ქართველ ხალხს. ცნობილ ყაჩაღ ცეზარ ჩოჩელს ცნობილ მილირადერ  მეწამლე კახა ოქრიაშილთან ერთად დაურეგისტრირებია ახალი საარჩევნო პარტია, ჩვენ უნდა გავიხსენოთ მარტივი ჭეშმარიტება -არცერთი  საქართველოს მოქალაქის ხმა ვერცხლის მონებს და ჩვენს მძარცველებს. თუ იქნება ხმის და სულის გაყიდვა, არ გამოილევიან ივანიშილები, ჩოჩელები, ოქრიაშვილი და ის 41 ოფიციალური მილიონერი, რომელბიც ახლაც პარლამენტში არიან წამოსკუპებული ჩვენი ქვეყნის, ოჯახების გასაპარსად, ჩვენი მომავალი ქონების, სიმდიდრის ასათვისებლად. ჩოჩელმა ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” გუბერნატორობის დროს 26 მილიონი დოლარი მარტო რკინიგზის ფონდებიდან მიითვისა, რის გამოც პასუხისგებაში მისცემს, მაგრამ მერე ერთგული მონობის პირობით  ისევ გაუშვეს მოსაქაფად ჩვენი ბიუჯეტის. ამ პიროვნების კომპანია მიქს 2-ის ტენდერები თბილისში მარტო ბოლო წლებში, 8 მილიონის მოგება აქვს. იკითხავთ, სად მშენებლობა, სად შოკოლადიო, იკითხავთ – ყაჩაღებისთვის ყველაფერი შესაძლებელია. ცეზარ ჩოჩელის კომპანიას ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 570 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების კანფეტები. შს სამინისტროს “კარამელის” შესყიდვაში ჩოჩელისგან გადახდილი აქვს მილიონ 91 ათასი. ამის გარდა შსს-ს შესყიდული აქვს  ჩოჩელისგან ტკბილეული და შოკოლადები 6 მილიონის ოდენობით. სასწრაფოდ შესამოწმებელია შს სამინისტროს ყველა თანამშორმელი დიაბეტზე”, – განაცხადა შალვა ნათელაშილმა.

შგახსენებთ, 10 აგვისტოს, ცესკო-ში კახაბერ ოქრიაშვილის, ცეზარ და იაგო ჩოჩელების პარტია დარეგისტრირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად