შალვა ნათელაშვილი: ტრამპის სიძე მფარველობდა ბიძინა ივანიშვილის მაფიას

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს აშშ-ს პრეზიდენტის, ტრამპის სიძე – ჯარედ კუშნერი მფარველობდა.- ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “ღამის კურიერში” განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილმა რუსული ლობის საშუალებით მოახერხა ტრამპის ოჯახზე გასვლა. სამაგიეროდ, პრეზიდენტმა ტრამპმა წააგო არჩევნები. ტრამპის ოჯახში იგულისხმება არა უშუალოდ ამერიკის პრეზიდენტი, არამედ მისი სიძე, ივანკას მეუღლე, კუშნერი, რომელიც მუშაობს უშიშროების საბჭოში, ეიზენჰაუერის პალატაში  უშუალოდ თეთრი სახლის გვერდზე და რომელიც მფარველობდა ბიძინა ივანიშვილის მაფიას. რამდენიმე კვირაში დასრულდება ამ ჯგუფის მმართველობა, ამერიკელმა ხალხმა ვეტო დაადო ოლიგარქიას პოლიტიკაში, დამთავრდა ტრამპიზმი, ოლიგარქია ამერიკაშიც და დამთავრდება რამდენიმე კვირაში საქართველოშიც,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად