შალვა ნათელაშვილი: თუ საზღვარგარეთ ვიზიტისთვის არ დამჭირდება, ბოლოს ავიცრები

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აცრილა.

როგორც მან “ტვ პირველის” ეთერში თქვა, ჯერ ის ხალხი უნდა აიცრას, ვისაც ეს სჭირდება და მათ უთმობს.

“არა, მე არ ავცრილვარ, რადგანაც მინდა, რომ ის ხალხი აიცრას ჯერჯერობით, ვისაც ეს სჭირდება. თუ არ გახდა საზღვარგარეთ ვიზიტისათვის საჭირო აცრა, ალბათ ყველაზე ბოლოს ავიცრები.

არა, თავს არ შევიკავებ. არანაირი პრობლემა არ მაქვს აცრის, თუმცა ვიმეორებ, რომ აქაც არა მარტო ფული გააკეთა ივანიშვილმა და ხელისფლებამ, არამედ ფეხებზე დაგვიკიდა და ისეთი ვაქციები შემოიტანა, რომლებიც რამდენიმე დღეში აკრძალა მაგალითად დანიამ. იშვიათ შემთხვევამ შესაძლოა თრომბი გამოიწვიოს “ასტრა ზენეკამ”. არ შემოიტანეს “ფაიზერი” და “მოდერნა”. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ყოველდღე რეკავდა კონგრესში, სენატშ, ჯანდაცვის მინისტრებთან, პრემერბთან და შედეგად დღეს მთელი ისრაელი აცრილია. აი მთავრობა რას ნიშნავს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...