შალვა ნათელაშვილი: თუ გაბედავენ მელიას დასაკავებლად ოფისზე შტურმს, ამ დანაშაულის ყველა მონაწილე პირადი ქონებით აგებს პასუხს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს რომ თუ “ნაციონალური მოძრაობის” თავმ,ჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად ოფისზე მიიტანენ შტურმს, ამ დანაშაულის ყველა მონაწილე პირადი ქონებით აგებს პასუხს.

“იმ შემთხვევაში თუ მაინც გაბედავენ ნიკა მელიას დასაკავებლად ოფისზე შტურმს, ყველას გარანტიას ვაძლევ,რომ მარტო ივანიშვილი კი არა, ყოველი მონაწილე ამ დანაშაულისა ხელმძღვანელი თუ რიგითი, ციხით და პირადი ქონებით აგებს ამაზე პასუხს,თანაც ისე,რომ მათზე არ გავრცელდება არავითარი ამინისტია—შეწყალება.” – წერს შალვა ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...