შალვა ნათელაშვილი: თუ ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები, უფრო მალე მოხდება “ოცნების” ხელისუფლებიდან მოცილება

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდრომარის, შალვა ნათელაშვილის აზრით, შექმნილ ვითარებაში ყველაზე ეროვნული ნაბიჯი იქნება, მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან.

როგორც შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა,  „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მორალური უფლება, არჩევნებში კენჭი იყაროს.

„შექმნილ ვითარებაში, ყველაზე სწორი, ზნეობრივი, ეროვნული ნაბიჯი ხელისუფლებისაგან თუ საერთოდ დარჩათ ასეთი რამ, იქნება, მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან, რითაც შეექმნება ყველა პოლიტიკურ ძალას თანასწორი პლატფორმა ბრძოლის, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, მომავალი კოალიციური მთავრობისა და შავბნელი წარსულის ისტორიაში ჩაბარებისათვის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში.

„მიმაჩნია, თუ ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები, უფრო მალე მოხდება მათი სანქცირება და ხელისუფლებიდან მოცილება. ამიტომ, ჩემი აზრით, ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში, სასურველია, მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნახოს, ვისთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად