შალვა ნათელაშვილი: სუბარი ცალ-ცალი კალოშით ჩამოვიდა თბილისში და ახლა 8 ბინა აქვს

ასე უპასუხა "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციის" წამყვანის შეკითხვას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა იმაზე, რომ სოზარ სუბარს აქვს გაკეთებული განცხადება, რომ თბილისში გაუჩინარებულ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროსთვის პოლიტიკურად დევნილის სტატუსის მიღებისთვის არ მოიმართავს, ისევე როგორც გაეროსთვის.

"სოზარ სუბარის რა უნდა დავიჯერო?! კაცი მართლმადიდებლობას ებრძოდა და იეღოველთა სექტებს იცავდა წლების განმავლობაში. კაცი იჯდა შევარდნაძის, სააკაშვილის, პატარკაციშვილის, ივანიშვილის ნავში. კაცს არ აქვს პრინციპები. მაგან პასუხი აგოს იმაზე ავტომობილზე მთვრალი რომ იჯდა და კაცი რომ გაიტანა. გინახავთ ავტორიტეტი აზრის გამოსახატად. 8 ბინა აქვს კაცს, რომელიც თბილისში ცალ-ცალი კალოშით გამოვიდა", – განაცხადა ნათელაშვილმა. 

გადაცემის წამყვანმა პოლიტიკოსს შეახსენა, რომ სუბარს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ ტყუილი ბრალდებაა თითქოს ნასვამი მართავდა საჭეს და გაიტანა ადამიანი. წამყვანმა აქვე განმარტა რომ ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. 

"არავითარი მძიმე ბრალდება არაა. მან ეს გააკეთა. ასეთი მინისტრები რომ გვყავს იმიტომ არის ქვეყანა აშენებული", – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...