შალვა ნათელაშვილი: შემიძლია, თალაკვაძეს ვუპასუხო – ნეტარ არიან მორწმუნენი

„სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება არჩილ თალაკვაძემ და მისმა უფროსმა უკვე ჩაიდინეს, როდესაც მოახდინეს საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, უზურპაცია გაუკეთეს ხელისუფლებას და დაგვიმყარეს დიქტატურა პოლიტიკური დაჭერებით, სპეცოპერაციებით”.

ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიცია
პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„ამიტომ მათ არამარტო უნდა შეწყვიტონ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ უნდა ჩაატარონ ახალი არჩევნები და გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები. ამ შემთხვევას შემიძლია, თალაკვაძეს ვუპასუხო ცნობილი ბიბლიური ჭეშმარიტებით, ნეტარ არიან მორწმუნენი. საიდან არის დარწმუნებული, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ეს ალბათ არჩილ თალაკვაძისა და მისი უფროსობის ნაკლებად დახვეულ ტვინის უჯრედებში უნდა ვეძიოთ, თუმცა მეეჭვება, იქ რამე პოზიტიური ვიპოვოთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას დღეს ურჩია, რომ შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა და ხალხის სამსახურს და პარლამენტს დაუბრუნდეს.

“ჩემი რჩევა იქნება ოპოზიციამ შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა და ხალხის სამსახურს და პარლამენტს დაუბრუნდეს. ერთადერთი გამოსავალი არის შეთანხმება სამართლიან პირობებზე და პოლიტიკური პროცესის გაგრძელება პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...