შალვა ნათელაშვილი: შეიძლება ნათელაშვილი იყრიდეს კენჭს და თქვენ ეშმაკებისკენ გარბოდეთ?!

“ეს საზოგადოება არც თავგანწირვას, არც სიკეთეს და ბოროტებას არჩევს ერთმანეთისგან არც თავი სთავისთვის უნდა კარგი. შეიძლება ლეიბორისტული პარტია hყავდეს ქვეყანას ამდენი წელი და ხმები სახვეწარი იყოს? – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაcემაში “რეაქცია” განაცხადა.

“გარბოდეთ თქვენ და ამ მთელ ბარდაგს აძლევდეთ ხმას?! შეიძლება, ნათელაშვილი იყრიდეს კენჭს და იმ არჩევნებში “გრეჩიხა” აირჩიოთ პრეზიდენტად?!
შეიძლება, ნათელაშვილი იყრიდეს კენჭს და სალომე ზურაბიშვილი აირჩიოთ პრეზიდენტად?
შეიძლება “ლეიბორისტული პარტია” იყოს გამოსული ასპარეზზე და გეუბნებოდეთ თქვენს სიკეთეს, გეუბნებოდეთ თქვენ სამუშაო ადგილებს, დაბალ გადასახადებს, ოლიგარქიის დამარცხებას, ქვეყნის განვითარეებას, ცივილიზებულ ორიენტაციას, დასავლურ და სხვა ორიენტაციას, გეუბნებოდეთ უფასო განათლებას, ჯანდაცვას, თან ამას აკეთებდეს ოპოზიციური მდგომარეობიდანაც კი და თქვენ ეშმაკებისკენ გარბოდეთ” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...