შალვა ნათელაშვილი შაქარაშვილის საქმეზე: მმართველი “ოჯახის” და ყველას პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგება

მმართველი “ოჯახის” და ყველას პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგება, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შაქარაშვილს ცხედარს 4 დღე სპეციალურად ეძებდნენ, რათა მოწმეები, მათ შორის დაზარალებული პირები დაეტერორებინათ.

“ესენი ყველა გაირეკება თანამდებობებიდან და ყველას პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეგბა, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. მათ შორის მმართველი “ოჯახის” პასუხისმგებლობაც დადგება, მაგრამ მე გული მტკივა იმაზე, რომ მტკიცებულებები წაშალეს. დაწყებული დნმ-ის საშუალებიდან და გაგრძელებული იმით, რომ ყველა მოწმეს ენაზე კბილი აქვს დაჭერილი. სწორედ “ქურდული” გავლენა აქ ჩანს და 4 დღე, როდესაც თითქოს ცხედარს ეძებდნენ, დასჭირდათ იმისთვის, რომ მოწმეთა კონტიგენტი, მათ შორის დაზარალებულები, ვინც იქ იყვნენ დაეტერორებინათ, რომ “ზედმეტი არაფერი წამოგცდეთო” და ეს ჩანს გამოძიების მასალებში”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად