შალვა ნათელაშვილი: შაქარაშვილი მოკლულია “ქურდ ზონდერების” მიერ და მათი მფარველი ივანიშვილია

შაქარაშვილი მოკლულია “ქურდ ზონდერების” მიერ და მათი მფარველი ივანიშვილი, – აამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, კვალის წაშლაში ჩართულია “პირველი ოჯახის” მიერ. დამაზუსტებელ კითხვაზე, ამაში ივანიშვილს გულისხმობს, აზუსტებს, რომ “დიახ”.

“რა თქმა უნდა გიორგი შაქარაშვილი მოკლულია “ქურდ” ზონდერების მიერ. რა თქმა უნდა, შემდგომ მკვლელობის კვალის წასაშლელად ჩართულია სახელმწიფო სტრუქტურები, ოფიციალური სპეციალური სამსახურები და რა თქმა უნდა ეს მათი ინიციატივით კი არა, არამედ “პირველი ოჯახის” დავალებით. რა თქმა უნდა ივანიშვილზე ვამბობ. მფარველი მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილია.

შეუძლებელია ამ საქმის დამუხრუჭება, კვალის წაშლა და გამოძიების დაბლოკვა განხორციელებულიყო რომელიმე სხვა სახელმწიფო მოღვაწის ინიციატივით. სახელმწიფო მოღვაწეები ჩვენ არ გვყავს, ყველანი ოლიგარქის დაქირავებული ხელის ბიჭები არიან, მაგრამ ვერცერთუ ამას ვერ გააკეთებდნენ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად