შალვა ნათელაშვილი: საზოგადოება მზად არაა, ლგბტ მარშები აიტანოს… ლგბტ იქ არ დაზარალებულა… გრანტებს ელოდებიან

საზოგადოება მზად არაა, ლგბტ მარშები აიტანოს… ლგბტ იქ არ დაზარალებულა… გრანტებს ელოდებიან, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ არავითარი ლგბტ იქ არ დაზარალებულა და არც უნდა დაზარალებულიყო. ლგბტ ყოველ წელს აცხადებს, რომ უნდა ჩაატაროს მსვლელობა და მერე იმ მსვლელობას არ ატარებს. არ ატარებენ თუ ვერ ატარებენ, არ ვიცი, ეგ მაგათი საქმეა. 17 მაისიდან 17 მაისამდე გრანტებს ელოდებიან უცხოეთიდან.

იმედია, ამ ორგანიზაციის რიგით წევრებსაც აქვთ სოციალური შეღავათები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოება არ არის მზად, აიტანოს ლგბტ მარშები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა მოიხსნას და მათ უნდა გააგრძელონ მუშაობა თეორიულად, კონფერენციების დონეზე. ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს ძალადობისგან და სხვა უკანონო ქმედებებისგან”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...