შალვა ნათელაშვილი: საქართველოს კარი სადღეღამისო სუპერმარკეტივით ღიაა

“საქართველოს კარი, სადღეღამისო სუპერმარკეტივით მთლიანად ღიაა”-ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან ირანიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე ისაუბრა.

” მეზობელი ირანის ყველა პროვინციას, მასობრივად მოედო სასიკვდილო კორონავირუსის ეპიდემია. რეალურია საფრთხე არამარტო ინფექციის შემოტანის, არამედ, ამ არასტაბილური ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივი მიგრაციისა ჩვენს ქვეყანაში.

ამ დროს, საქართველოს კარი, სადღეღამისო სუპერმარკეტივით მთლიანად ღიაა. სასწრაფოდ! დღეიდანვე აკრძალულიქნას ადამიანთა მიმოსვლა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან-სახმელეთო, საჰაერო საზღვაო გზებით და მესამე ქვეყნების გამოყენებით”-აცხადებს ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად