“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დედის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.
“დედა შვილებისთვის სამყაროს ცენტრად და შეუცვლელ ღირებულებად რჩება ყოველთვის. სამძიმარს ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს დედის გარდაცვალების გამო”, – წერს შალვა ნათელაშვილი Facebook-ში.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილს დედა გარდაეცვალა.