შალვა ნათელაშვილი: საარჩევნო რეფორმა კი არა, ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა

“გამოიკვეთა ნიშნები საარჩევნო რეფორმის კუთხით, მაგრამ ოპოზიციას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს”.

ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა

“ჩვენ შევთანხმდით ელჩებთან, რომ დეტალებზე ჯერჯერობით არ ვისაუბრებთ, რათა შედეგები მალე მივიღოთ. თითქოს უკეთესი ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა, ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა. შესაბამისად, ამ მიზანს უნდა უკავშირდებოდეს ყველაფერი”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესაემ რაუნდი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ისინი დღეს იმ 4-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა.

4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. მათი თქმით, ეს დოკუმენტი არის ერთგვარი რუკა, რომელშიც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე არის ლაპარაკი.

წარდგენილ წინადადებებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის დანიშვნასაც ეხება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად