შალვა ნათელაშვილი: რუსეთის რესურსი მიმართულია ჩვენ მოსახრჩობად… დასავლეთი რუსეთს მიეყიდა

“პუტინი აღჭურვილია მტაცებლის თვისებებით და თუ დაინახა მოწინააღმდეგის სისუსტე, არ გაუშვებს ისე რომ არ მოახრჩოს. დაინახა ახლა დასავლეთის სისუსტე, რომელიც მიეყიდა მოსკოვს ჩრდილოეთ ნაკადის გამო, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთელ რეგიონში ამერიკისა და ევროკავშირის სტრატეგიული მოკავშირე ერთადერთი ჩვენღა ვართ და ახლა მთელი რესურსი რუსეთისა მიმართულია ჩვენს მოსახრჩობად

“პუტინი აღჭურვილია მტაცებლის თვისებებით და თუ დაინახა მოწინააღმდეგის სისუსტე, არ გაუშვებს ისე რომ არ მოახრჩოს. დაინახა ახლა დასავლეთის სისუსტე, რომელიც მიეყიდა მოსკოვს ჩრდილოეთ ნაკადის გამო. ეს არის გზასადენი, რომელიც ჩადის ბალტიის ზღვაში უკრაინის გვერდის ავლით – ამით უკრაინამ დაკარგა არა მარტო 3 მილიარდი წელიწადში, ტრანზიტის, არამედ გეოპოლიტიკური ფუნქცია, რითაც შეეძლოთ ზეწოლა განეხორციელებინა რუსეთზე.

ამასობაში ჩამოვიდა სარლ მიშელი, რომელმაც დაავალა პარტიებს ხელმოწერა, რომელიც ხელმოწერისთანავე დაირღვა და რომელიც ფაქტობრივად ქაღალდის გროვად იქცა. ანუ, გამოვიდა, რომ ფაქტობრივად დასავლეთმა, პირველ რიგში ევროკავშირმა დაუთმო უკრაინა და საქართველოს პუტინის ექსპანსიურ ამბიციებს. ამას დაემატა ამიერკავკასიაშია საშიში ვითარება ჩვენი დამოუკიდებლობისათვის, როდესაც რუსეთმა რკალი შემოგვარტყა.სომხეთის შემდეგ უკვე აზერბაიჯანშიც შევიდა და გახსნა თავისი “მშვიდობისმოყვარე” პუნქტები. როგორ მთავრდება მისი მშვიდობისმოყვარეობა, ცხინვალმა და აფახზეთმაც გვაჩვენა. ახლა წრეში ვართ მოქცეულები – ჩრდილოეთით რუსეთი, სამხრეთით სომხეთი რუსული ჯარებით, იქით აზერბაიჯანი რუსული ჯარებით. პლუს ამას დაემატა პუტინის მოკავშირე ერდოღანი, პლუს ამას დაემატა რუსეთის ბუნებითი მოკავშირე ირანი, იმის იქით რუსეთის ბუნებითი მოკავშირე არაბული სამყარო. მთელ რეგიონში ამერიკისა და ევროკავშირის სტრატეგიული მოკავშირე ერთადერთი ჩვენღა ვართ და ახლა მთელი რესურსი რუსეთისა მიმართულია ჩვენს მოსახრჩობად”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...