შალვა ნათელაშვილი: რეგიონებში მაჟორიტარებზე შეთანხმება სააკაშვილმა ჩაშალა და თბილისშიც ბზარები შეიტანა

რეგიონებში მაჟორიტარებზე შეთანხმება სააკაშვილმა ჩაშალა და თბილისშიც ბზარები შეიტანა, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

მისი თქმით, ასევე არ არის სწორი, როდესაც შენი ხელით დაწერ რეიტინგს კიევში და უხერხულობაში აყენებს “მთავარ არხს”.

“ოქრიაშვილს გატაცებული ჰყავს კაცი და გვამი ვერ ნახეს და ჩაწერეს “ნაცმოძრაობის” სიაში სააკაშვილის განკარგულებით. თინა ბოკუჩავა ოლიგარქების მერეა ჩაწერილი, როგორ შეიძლებოდა ეს?! სააკაშვილს პარტნიორობიდან გამომდინარე ვეუბნები, რომ არ შეიძლება ასეთი უხეში ოპერაციები, როცა ოპოზიციის ერთიანობა დაისახა. ვის დავუჯდე სათანამშრომლოდ – ჩოჩელს, ოქრიაშვილს, ხაბულიანს და ნიკოლაიშვილს?! მილიარდები რომ აქვთ წაღებული.

ეს არ არის სწორი, ისევე როგორც არ არის სწორი, როდესაც შენი ხელით დაწერ რეიტინგს კიევში და უხერხულობაში აყენებენ “მთავარ არხს”. ეს განხეთქილებისა და ბზარის საფუძველი ხდება. ისევე როგორც არ იყო სწორი რეგიონებში საერთო მაჟორიტარებზე არშეთანხმება, ესეც სააკაშვილმა ჩაშალა და თბილისშიც მაჟორიატების ერთიან ფორმატშიც გარკვეული ბზარები შეიტანა. არ შეიძლება იმ პრინციპით მოქმედება, რომ მე თუ არ ვიქნები ქვეყანა დაქცეულია და უჩემოდ კისერი გიტეხიათო. ქვეყანა უნდა იყოს და ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის ჯარისკაცები, მსახურები და მონები ვართ – “დავბადებულვარ, რომ მერქვას მონა და საქართველოს მედგას უღელი”, ეს მარტო ლექსისთვის არ დაწერა პოეტმა, ეს ჩვენი სულის ამოძახილია”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად