შალვა ნათელაშვილი: რეალურად არსებობს კუპრის ქვაბი, სადაც მოიხარშებიან ივანიშვილები, მდინარაძეები, კობახიძეები და მთელი ბერბიჭაშვილების შემადგენლობა…

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით დღეს საქართველოს პარლამენტი არ არსებობს, რადგან ის ხალხს არ აურჩევია. შესაბამისად, ოპოზიცია ასეთ საკანონმდებლო ორგანოში არ შევა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები წააგო, მაგრამ აღნიშნულს არ აღიარებს, თუმცა ეს ყველამ იცის.

“პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება. პარლამენტი არ არსებობს, რადგან ხალხს ის არ აარჩევინეს. რეალურად არსებობს კუპრის ქვაბი, სადაც მოიხარშებიან ივანიშვილები, მდინარაძეები, კობახიძეები და მთელი ეს ბერბიჭაშვილების შემადგენლობა… ის პოსტულატი, რომ ქვეყანაში განმეორებითი, დემოკრატიული არჩევნებია ჩასატარებელი, ჟვანიებისა და სხვა ფალსიპიკატორების გარეშე, იცის არამარტო პატივცემულმა ელჩმა, არამედ მთელმა პროგრესულმა მსოფლიომ. ალბათ, ერთი ჩიკოტალო იყო მანიაკი მკვლელი მსოფლიოსთვის, რომელმაც 14 ბავშვი მოკლა და მეორე – ჟვანია, რომელმაც ივანიშვილის დავალებით საქართველო არაერთხელ მოკლა. ოღონდ მოკლა საარჩევნო წესით”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ევროკავშირის ელჩთან ვიზიტთან დაკავშირებით, შალვა ნათელაშვილმა განმარტა, რომ ეს გულისხმობს არა ოპოზიციის მხრიდან რაიმე დათმობაზე წასვლას, არამედ კიდვ ერთხელ საერთო პოზიციის დადასტურებას. კერძოდ იმას, რომ არჩევნები გაყალბდა და აუცილებელია ხელახალი არჩევნების ჩატარება.

“ელჩებს ვხდებით არა იმიტომ რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ, ამას არც იკადრებს არცერთი ელჩი. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ხალხის დავალებით, რაც არის ის, რომ ხელისუფლება შეიცვალა, ივანიშვილმა წააგო არჩევნები, 48 % აიღო. შესაბამისად მთავრობა არ შეიძლება შეადგინოს მან. ვინაიდან ის უარს აცხადებს დაემორჩილოს ხალხის ნებას, ოპოზიციამ გამოაცხადა პარლამენტში არ შესვლა… მეორე ტური არ არსებობს, რადგან არ ყოფილა პირველი ტური”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად