შალვა ნათელაშვილი: ყველა მილიარდელმა “გადარჩენის ფონდში” ქონების 10% შეიტანოს და ლარს ეშველება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

როგორც შალვა ნათელაშვილი ამბობს, შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია „გადარჩენის ფონდის“ შექმნა, სადაც ყველა მილიარდელმა, მილიონერმა თავისი ქონების 10% უნდა შეიტანოს. 

„ქვეყნის ისტორიაში ეროვნული ვალუტის არნახულ კატასტროფაზე, სოციალურ-ეკონომიკურ აფეთქებაზე, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმის მეთაურს,უზურპატორ ივანიშვილს და მის მილიონერთა დაჯგუფებას რომლებმაც, მიიტაცეს მთელი ეროვნული სიმდიდრე და გაზიდეს უცხოეთში სახელმწიფო სავალუტო რესურსები. ერთადერთი გამოსავალი უმძიმესი კრიზისიდან გადარჩენის ფონდის შექმნაა სადაც, ასეულობით მილიარდელ-მილიონერი შეიტანს თავისი ქონების 10 პროცენტს რითაც, გამყარდება ლარი და გაეწევა ხალხს გადაუდებელი სოციალურ-ეკონომიკური დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებულ ქაოსს შეეწირება მთელი ხელისუფლებაც“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად